Grizzly's Tribune

Published in Georgia - Battle orders - 02 Dec 2018 13:26 - 15

https://i.imgur.com/suTZj6I.png

მოგესალმებით,
მე ვარ Grizzly021 და პირადი ინიციატივით ვიწყებ პროექტს
National Legion

მაშინ როცა ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირს
მაშინ როცა ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება ახალი სისხლი
გადავწყვიტე დავიწყო პირადი სამხედრო პროექტი და ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე
ქვეყნის გამოწვევებს გავუხსნათ ბრძოლის ახალი ფრონტი!

ეს პროექტი განკუთვნილია ყველა პატრიოტისთვის!
ახალი მოთამაშეები, ძველი მოთამაშეები, ყველა ვინც მოწოდებულია, რომ გაატაროს საინტერესო და ექსტრემალური დრო, იყოს ყველაზე ეპიკური სამხედრო ოპერაციების ავტორი, საუკეთესო გუნდთან ერთად გაიაროს ყოველდღიური წვრთნა, ყოველდღიურად იმუშაოს აქაუნთის განვითარების სტრატეგიაზე, იყოს ყველაზე პოპულარული და პროპაგანდისტული საქმიანობის უბადლო მცოდნე, გახდება National Legion-ის მებრძოლი.

მთავარსარდალი
ლეგიონის ხელმძღვანელი ვარ მე და უზრუნველყოფ მის გამართულ მუშაობას. დანაყოფის განვითარების სტრატეგიას ვაფუძნებ GA-ს პრინციპებზე და ბრძოლის ჭადრაკისებურ სტილზე.

კაპიტნები
ლეგიონის კაპიტნები შეირჩევიან ლეგიონის პრინციპების, ღირსებებისა და ფასეულობების, აქტიურობისა და მონდომების საფუძველზე. ლეგიონს სულ ეყოლება სამი კაპიტანი და მათი უფლება-მოვალეობები თანაბრად იქნება განაწილებული. კაპიტნების ცვლილება მოხდება პერიოდულად, რათა ყველა წევრმა შეძლოს ამ თანამდებობის დაკავება.

ლეგიონერი
ლეგიონერთა კორპუსი არის აქტიურ მებრძოლთა ერთობა, რომლებიც იზიარებენ ლეგიონის პრინციპებს, ფასეულობებს და არიან ერთგული დასახული მიზნების. თითოეული წევრი არის თავდაუზოგავი, ჭკვიანურად მებრძოლი, მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისთვის თავდადებული მოთამაშე.

ვეტერანთა კორპუსი
ვეტერანები არიან ის მოთამაშეები, რომლებიც იზიარებენ ლეგიონის მიზნებსა და პრინციპებს, მაგრამ მოუცლელობის გამო დროებით ვერ ახერხებენ აქტიურ თამაშს და ვერ ესწრებიან ყოველდღიურ შეკრებებს. ან უბრალოდ არიან მხოლოდ 2 კლიკზე და განსაკუთრებული ბრძოლების დროს გამოიყენება მათი დაგროვებული დემიჯი,

რატომ ეროვნული ლეგიონი?
- ლეგიონის მთავარი მიზანი და ამოცანაა, ქვეყანაში ჩამოაყალიბოს ბევრი აქტიური მოთამაშე და ათობით ძლიერი აქაუნთის შექმნით საფუძველი დაუდოს საქართველოს იმპერიას!
- თიოთეული მოთამაშე განვითარდება: ძალის, რანკის, ეკონომიკური შესაძლებლობების, სამხედრო პოტენციალის, ბრძოლის სტრატეგიის უბადლო ცოდნით, პოლიტიკის უბადლო ცოდნით, თითოეულ წევრის გაზეთს ეყოლება ასობით გამომწერი რათა ჩვენი ხმა მთელ მსოფლიოს წვდებოდეს, თითოელი მოთამაშე თავისი კრეატიული იდეების მიხედვით განავითარებს ქვეყანას!

დამატებითი ინფორმაცია:
- თითოეული ახალი წევრი შეირჩევა გასაუბრების შემდეგ და ყურადღება მიექცევა მის სათამაშო წარსულს!
- ყოფილი ლეგიონერი არ არსებობს!
- ლეგიონის მთავარი მიზანია მოთამაშეები განვითარდნენ!
- ლეგიონი არის არაპოლიტიკური ორგანიზაცია და ის ნებისმიერი მთავრობის შემთხვევაში ემსახურება ქვეყანას!
- ჩვენი დისკორდ ჩათი გასაიდუმლოებულია და მასში შემოსვლა წევრების გარდა არავის შეუძლია.
- National Legion ჯერ რეგისტრირებული არ არის, თუმცა მალე იქნება o7

მეგობრებო მაქვს თითოეული თქვენგანის დახმარების იმედი
ლეგიონისთვის თითოეული შემოწირულობა ან ნებისმიერი სახის დახმარება იქნება მნიშვნელოვანი!
ვისაც გაქვთ სურვილი გახდეთ National Legion-ის წევრი
მომწერეთ პირადში აქ ან დისკორდში.

Let's Make Great History o7
პატივისცემით,
Grizzly021

Support

KamKoKamKoKamKoKamKoKamKoReady Too Dieflash23flash23flash23chivaNiinjaaaBLACKICE

Comments (15)

vote
Voted o7
კაი ბიჭები მიიღებიან? Laugh
Kai bichebi ki gadamgdebebi ara😂😉
o7 vote
წარმატებები Smile)
yochag Smile) (Georgian wolf)
gasaubrebaze damibares 3 dekembris sagamos 10 saatze
წარმატებები o7
GA principebze kai iyooo anu kai gadavi da gulavis tema iqneba xoo?
what to vote, all i see 3 symbols repeating and repeating
warmatebebi me piradat dzalian momwons eg idea qveyanashi tavdacvac mobilizebuli iqneba da tan cemi azrit sainteresoc gaxdeba tamashi
Haha... jel ovo neka umjetnost?
understandable
Lololol.. what is this? Like paw of my doggo..