Meet Joe Black

Published in Georgia - First steps in eRevollution - 06 Dec 2018 12:43 - 9

   
      დაწერილი მაქ უკვე ეს სტატია და ახლა ვაედითებ ამას, ბოლომდე წაიკითხეთ, მე დავწერე და თქვენზე მხოლოდ წაკითხვაა :D

     დიდი ხანია ასეთი სათაურის სტატია აღარ დამიწერია :D არ დავიწყებ თავის გაცნობას და პირდაპირ საქმეზე გადავალ, ა სხვა ნიკი მაქ, ლაშა ვარ, წერტო

მოკლედ დავიწყოთ ძაან ზოგადად, და დავსვათ ასეთი კითხვა რატომ ვთამაშობთ ამ თამაშს? მოგახსენებთ ჩემს პასუხს და მინდა ყველა იგივე იდეოლოგია და ამბიცია ჰქონდეს. დამეთანხმებიან ძველი მოთამაშეები, რომ ვართ აქ ხალხი, ვისაც წლების განმავლობაში გვითამაშია მსგავსი თამაშები და ვყოფილვართ არა მარტო საქართველოს არამედ ბევრად დიდი გაერთიანებების ხელმძღვანელები, ვყოფილვართ ბევრჯერ ძალიან რთულ მდგომარეობაში, ტოპ ქვეყანაც ვყოფილვართ, დომინანტიც ვყოფილვართ და დაჩაგრულიც, საუკეთესო შემოსავალიც და მდგომარეობაც ბევრჯერ გვქონია და ასე შემდეგ, მოკლედ მილიონი რამე გვინახავს და ორი, სამი ან ხუთი წელი კაცმა ერთი და იგივე არ უნდა აკეთო, რაღაც უნდა შეცვალო, წლების გასვლასთან ერთად მინიმუმ ამბიცია მაინც უნდა მოგემატოს. ხოდა მე შემოვუერთდი ამ თამაშს, რადგან მინდა ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი წარმატებული როგორიც არ ყოფილა არასდროს, ახლა ეს თამაში არის სულ რაღაც ორი თვის, ჯერ კიდევ დასაწყისია ასე რომ ახლავე თუ მოვინდომებთ, შეიძლება ამ შედეგის მიღწევა, ნუ ყოველშემთხვევაში თამაში რო იყოს ორი წლის ბევრად რთული და ალბათ შეუძლებელიც იქნებოდა, ახლა ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება საკმაოდ რთული და შრომატევადი, და დიდი საქმეების კეთების გარეშე ვერაფერსაც ვერ მივაღწევთ, ამ საქმეების შესახებ კი ახლა გავაგრძელებ.
    ესეიგი დავიწყოთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ დაიწყოს ჩვენი ქვეყნის მაქსიმალურად განვითარება და წინსვლა.

1. აქტივობა - ეს განსაზღვრავს იმას თუ რამდენად ცოცხალი ან მკვდარია ქვეყანა. აქტივობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა იდეა, თუ არ გაქ იდეა, თუ ვერ ხედავ თამაშში გართობის გზას, დახურავ თამაშს და სხვა რაღაცას გააკეთებ. ამიტომ გვჭირდება ხალხი ბევრი იდეით. თუნდაც პოზიცია და ოპოზიცია, თუნდაც ელემენტარული კონკურსი, თუნდაც დისქორდი - რა უბნელი ხარ? და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი გამოიწვევს აქტიურობას. მოკლედ უნდა დავმოზგდეთ, რაღაცეები მოვიგონოთ, მეტი კომუნიკაცია დავამყაროთ, მეტი ჩართულება თითეული ადამიანისგან ყველა სფეროში. როდესაც შენ ხარ მოქალაქე, სულ უნდა გქონდეს კითხვა რას აკეთებს მაგალითად მთავრობა, რა გზით მიდის ქვეყანა, რა ხდება ჩვენს თავს და ასე შემდეგ. პროტესტიც, კრიტიკაც, კამათიც, ბრძლა თანამდებობისთვის, ამ ყველაფერს მოაქვს მოტივიაცია და აქტიურობა. ასევე კარგი იქნება თუ ყველანი გამოვიყენებთ საკუთარ კონტაქტებს, დავუძახებთ ხალხს რომლებსაც აქვთ დიდი გამოცდილება მსგავსი თამაშების და რომლებიც არ თამაშობენ ერევ2 ს და ასე შემდეგ. ასევე აუცილებელია დისქორდის აქტიურად გამოყენება

2. ბეიბი ბუმი - ისევ პირველ თემას ვეხებით, რომ ავდგეთ ახლა ჩვენ და ხუთმა კაცმა 24 საათი ენა არ გავაჩეროთ, ამ ხუთი კაცით მსოფლიოს მაინც ვერ დაიპყრობ, ასე რომ გვჭირდება ახალი სახეები, თან ბევრი, ძაან ბევრი. ამისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, მაგრამ ერთერთი ყველაზე ეფექტური და შედეგიანი ფორმა არის რეკლამა, მაგალითად ფეისბუქზე, რასაც სჭირდება თანხა ვთქვათ 10 ან 20 დოლარი, საკმაოდ წინ წაწევს ქვეყანას. ბევრ ადამიანს ეგრეხება თამაშში ფულის გადახდა, მაგრამ მე ვერ დავეთანხმები. თუ მე ვთამაშობ თამაშს 3 წელი რაც მანიჭებს სიამოვნებას, რატომ უნდა დამენანოს ათი ან ოცი დოლარი ამისთვის? რა თქმა უნდა როცა მაქვს შესაძლებლობა. ნუ ახლა ოქროს ყიდვას სჯობს წახვიდე და გაჭირვებულს დაეხმარო იმ ორასი ლარით, მაგრამ აქ არც ისე დიდ თანხებზეა საუბარი, და თუ არის აქ ხალხი ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა და თან არ ფიქრობს რომ აქ დახარჯული ფული სისულელა, ძალიან დაეხმარებით ამით ქვეყანას, ასევე თქვენს თავს რეფერალებით მოამარგებთ. მე დავიწყებ და იმედია შემომიერთდებით.

 3. განათლება - როგორც გითხარით ჩვენი მთავარი პრიორიტეტია გავზარდოთ მოთამაშეების რაოდენობა და ვიზრუნოთ რომ დავიჭიროთ მაქსიმალური აქტიურობა. ახლა კიდევ სხვა მხრიდან დავკონკრეტდები რატოა ეს ასეთი აუცილებელი. თუ გვინდა რო ვიყოთ მაგრები და რაზეც ზემოთ ვილაპარაკე, როგორ წარმოგიდგენიათ ვაჯობოთ მაგალითად ბულგარეთს ან მაგალითად ამერიკას, ვიყიდით ჩვენ 10კ ოქროს ხვალ? არ ვიყიდით, უნდა ვაჯობოთ ხალხის, სიმრავლით, ერთიანობით, სტრატეგიით, მონდომებით და ასე შემდეგ. წინა ორი პუნქტის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებლად საჭიროა განათლების სამინისტროს დიდი მონდომება, და არა მარტო სამინისტროს, ნებისმიერ ჩვენგანს შეგვიძლია შევიტანოთ წვლილი ამ საქმეში. რა იგულისხმება კონკრეტულად საქმეში? როდესაც იქნება ბეიბი ბუმები, საერთოდ ესეა, რეგისტრირდება ათასი, რჩება ათი, ეს იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ დახვდება არსებული საზოგადოება. ქვეყანაშ უნდა იყოს რესურსი, რომელიც გამოადგებათ ახალ მოთამაშეებს, დახვეწილი ინფორმაცია და რაიმე ისეთი რაც მოიზიდავს ხალხს. თუნდაც მოქალაქეები, როდესაც ქვეყანაში ასი ადამიანი დარეგისტრირდება ერთ დღეშ, მოქალაქეებზეც ბევრია დამოკდიებული თუ რამდენი დარჩება, იგივე ფიიდზე , იგივე დისქორდში, დახვედრა, საუბარი, დაინტერესება, ასე შემდეგ.

    აქ არის სამი პუნქტი, ერთი კონკრეტული თემის ირგვლივ, აქ არ ვაპირებ თავდაცვაზე, საგარეოზე, ეკონომიკაზე და სხვა თემებზე ლაპარაკს, ამ სტატიაში შევეხე იმ საკითხს, რომლითაც უნდა დავიწყოთ  და რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც ყველანაირ წარმატებაზე ფიქრიც კი ზედმეტია.

   რაც შეეხება ქვეყანაში სიტუაციას, ძალიან მოკლედ გეტყვით - ვცდილობთ თავიდან ავირიდოთ ომები, რომლებსაც არაფერი მოაქვს, არ დახარჯოთ არსად ბარები და ბაზუკები და ისეთი ნივთები რომლებიც ძვირფასია. იგეგმება ახალი სამხედრო ამბები . . . რასაც ვერ დავიწყებთ და ვერ განვახორციელებთ ხალხისა და მათი აქტიურობის გარეშე, ეს სამხედრო ამბები წარმატების შემთხვევაში მოგვიტანს სარგებელს. ასე რომ, ყველამ თითო აგური უნდა დავდოთ, ზოგმა მეტი, და აშენდება სოფელი. შევხვდებით ისევ :D

Support

BlackfuryAdmiral GeoBodyasfagur

Comments (9)

მიყვარს ეს კაცი Smile) #პრეზიდენტი
დოლარებს გადმოგირიცხავთ ხოლმე :დ
მიყვარს ამ კაცის მოსაწევი Smile) #ეკონომიკის მინისტრი
თუ სადმე ფლეიბოის ან გარყვნილების სიმბოლოს შეამჩნევთ, იცოდეთ რომ ეს ჯეობოდია, ნიკა ეტყობა პატარა ხელფასზე ხარ ხუთ დოლარს რო გვირიცხავ Laugh
ო7 ბრო Wink
Warmatebebi chven yvelas o7
o7o7o7 vote bro Kiss
BRO BRO
Hail dear GOV o7