Meet Joe Black

Published in Georgia - Battle orders - 05 Jan 2019 21:34 - 5


    რამდენიმე საათში საარჩევნო უბნები იხურება და თავს უფლებას მივცემ აღარ დავკარგო დრო და დავიწყოთ საქმის კეთება, ვეცდები მოკლე სტატიები დავწერო ხოლმე რადგან უფრო მეტმა ხალხმა წაიკითხოს :დ აქედანვე გთხოვთ რომ ყველა სტატია ბოლომდე ყურადღებით წაიკითხოთ, ტყვილა არ მაწვალოთ თქვენი ჭირიმე xD

   მოკლედ, სულ სულ პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის რომ თითეული ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა ახალი თუ ძველი ძლიერი თუ სუსტი, უკლებლივ ყველა უნდა იყოს ჩახედული და გარკვეული პოლიტიკურ ვითარებებში, ზოგადადაც და ახლა განსაკუთრებით ყველაზე მნიშვნელოვანია სამხედრო მდგომარეობა, და პირველ სტატიაში მოგახსენებთ ამის შესახებ, + რამდენიმე რჩევას და მითითებას. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თქვენ თვითონაც მოინდომოთ და ეცადოთ ასი პროცენტით იცოდეთ არსებული სიტუაცია, როგორ? - სტატიების წაკითხვით, რუკის გაშიფვრით, კითხვებით და ასე შემდეგ, მოკლედ მინდა ყოველი მოთამაშე მაღალ პოლიტიკურ ლეველზე იყოს საქართველოში !

 - რა ხდება მსოფლიოში? ბევრ სტატიაში დაიწერა უკვე განვლილი გზა 1 თვის მანძილზე და აქაც გეტყვით ორი სიტყვით, რამდენიმე კვირის წინ შევქმენით ალიანსი ძალიან ბევრ ქვეყანასთან ერთად, და გადავწყვიტეთ ვებრძოლოთ ალიანსს რომელიც თამაშის დომინანტია პირველივე დღიდან, რომელსაც გააჩნია ყველანაირი მატერიალური სიმდიდრე რაც თამაშში არსებობს, ძლიერი მეომრები და ძალიან მაგარი მობილიზაცია, ხალხი უიმედოდ იყო განწყობილი თუმცა ახლა ყველაფერი ნორმალურადაა, განვითარებული მოვლენებით კმაყოფილები ვართ, თუმცა კიდევ ბევრად მეტი გვაქვს გასაკეთებელი, აუცილებლად ყველამ უნდა იცოდეს რომ ეს არის ომი ალიანსებს შორის და არა ქვეყნებს, უნდა ვიბრძოლოთ იქ სადაც ალიანსისთვისაა მნიშვნელოვანი, ანუ ჩვენთვის, და ნუ იფიქრებთ რომ ოდესმე რამეს ვინმეს მითითებით გავაკეთებთ, თუ მოხდა ისე რომ დავთმეთ ჩვენი ბრძოლა და დავეხმარეთ სხვას(და ეს სავსებით ჩვეულებრივი ამბავია) ესეიგი ეს ნიშნავს რომ ჩვენ გადავწყვიტეთ ესე. 

- რა ხდება უშუალოდ საქართველოს თავს? შეიძლება ვინმემ იფიქროს რომ ჩვენი საქმე ცუდად მიდის რადგან ბოლო ბრძოლებს ვთმობთ ბულგარეთთან, თუმცა ამას ქვია უკუღმა ფიქრი და ზუსტად ამიტომ მინდა თითეული ჩვენი მოქალაქე მაქსიმალურად ჩახედული და გარკვეული იყოს სიტუაციაში და იცოდეს რა როგორ ხდება, რა ცუდია და რა კარგი, რა მოვიგეთ და რა წავაგეთ. რეალურად ჩვენი უმთავრესი მისია თითქმის შესრულებულია, ბულგარეთს დავაკარგინეთ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი რეგიონი რუსეთში (დაგვრჩა north caucasus - ყველაზე რთული) და შემდეგ უკვე შეგვეძლება ვიფიქროთ აქა იქ საკუთარ კომფორტზე და ფუფუნებაზე(ეს არავისთან თქვათ მე თვითონ ვეუბნები ყველა ქვეყანას რო წამით არ იფიქრონ საკუთარ კომფორტზე :დ), მოკლედ ახლა აქ პუბლიკ სტატიაში არ არის მიზანშეწონილი ამ თემის განვრცობა, თუ ვინმეს მეტი გაინტერესებთ დისკორდში დაგიდეტალებთ ყველაფერს ოტი დო. მაგრამ იცოდეთ რომ მე რასაც ვაკეთებ ყველაფერს ვაკეთებ საქართველოსთვის, თუნდაც ეს იყოს ალიანსის შექმნა ოც ან თხუთმეტ ქვეყანასთან ერთად ;დ



  ახლა კი შევეხოთ უშუალოდ მოთამაშეების თემას რაც ძალიან მნიშვნელოვანია

- ვიცი რომ თამაშში ოქროს შოვნა საკმაოდ გართულებულია და ცოტ ცოტა კრიზისები გვაქვს, მაგრამ ახლა ის მომენტია რომ გავიღოთ ყველაფერი და ვიმუშაოთ მაქსიმალურად წარმატების მისაღწევად, რადგან ამ მსოფლიო ომზეა ჩვენი მომავალი დამოკიდებული, და დამიჯერეთ თუ ჩვენთვის სასარგებლოდ დამთავრდა, ესეიგი კარგი მომავალი გვექნება, შეიძლება ახალ მოთამაშეებს აქვთ კითხვა "რა მომავალი"? და შეიძლება მათ არ იციან რომ თამაშში არსებობს ბონუსები და ეკონომიკური მდგომარეობები, რაც ხდის ქვეყნებს მდიდარს და შეძლებულს , რაც აისახება ქვეყნისა და მოთამაშეების სიძლიერეზე, და მიზანი ყოველთვის ერთია, იყო ქვეყანა ძლიერი და მდიდარი, მაშასადამე იყოს ქართველი ძიერი და მდიდარი, თუმცა ამას ვერასდროს მივაღწევთ თუ რთულ სიტუაციებს კარგად არ გავართვით თავი
 
 - ჯერ კიდევ არ გადავსულვარ კონკრეტიკაზე . . . მოკლედ აუცილებელია ყველა ძლიერ (ძალის მქონე) მოთამაშეს ჰქონდეს ჩართული მაქსიმალურად ბევრი სახლი (მინიმუმ ქ5), რომ ავითვისოთ მაქსიმალურად მოქალაქების ენერგია, ასევე აუცილებელია ვიბრძოლოთ იარაღებით, მნიშვნელოვან ბრძოლებში ქ5 ით (სულ მნიშვნელოვანი ბრძოლებია), ვისაც უკიდურესი გაჭირვება აქვს ქ3 ით მაინც. სახელმწიფო იზრუნებს რომ ეს პროდუქტები მისცეს საქართველოს მოქალაქეებს შეღავათიან ფასში, ასე რომ დაგვიკავშირდით მთავრობის წევრებს. ვიცი ზოგისთვის რთულია, მაგრამ თქვენს უნდა გაიჭირვოთ, სახელმწიფოც გაიჭირვებს და დაგეხმარებათ და ერთად ყველაფერს შევძლებთ, მთავარია არ დააიგნოროთ ჩვენი მოწოდებები და ყოველთვის კარგად გაეცნოთ ნებისმიერ ინფორმაციას, წაიკითხოთ სტატიები და იყოთ ყველა თემაში მქსიმალურად ჩართულები !




 

Support

Comments (5)

warmatebebi o7❤️
პრეზიდენტიც ასეთი უნდა 👌
ამ თამაშში კარგი პოლიტიკური იდეებია და რეალობისგან განსხვავებით პრეზიდენტიც საუკეთესო მოწოდების სიმაღლეზე დგას. გისურვებ წარმატებებს!!!
chanelshi tyuilad rom gamomishva wina cp imedia links mivigeb mowvevis axali prezidentisgan , gilocav mogebas swori archeviti gzit !!! discord dashveba minda mec da georgian legendac gamogvishves tyuilad
Shuadges agxsenit Wink