Realpolitik

Aveun - Newspaper from Georgia -

Published in Georgia - Political debates and analysis - 15 Jan 2019 09:18 - 14


                               
         https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/5/5d/Bouncy_Georgian_Flag_%26_CoA.gif
მოგესალმებით მეგობრებო, ამ სტატიაში მინდა, სხვადასხვა თემებზე ვისაუბრო, რაც ჩვენს ესაქართველოს ეხება, გამოწვევებზე, უშუალო სიტუაციაზე, იდეებზე და ა.შ.

გამოცოცხლების დროა!!!

1.ბეიბი ბუმი
                            https://www.euroexpo.ro/wp/wp-content/uploads/2018/07/portofoiliu-BBS-logo.jpg
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ქონდა და ჯერ კიდევ აქვს აქტიური ბეიბი ბუმი, რამაც შეგვმატა ახალი მოთამაშები, თხოვნა იქნება ყველსთან, ვინც დისქორდზე აქტიურობთ ყურადღება მიაქციოთ ამ მოთამაშეებს, რადგან თითოეული მათგანის დარჩენა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, მთავრობაც რათქმაუნდა მაქსიმალურად შეეცდება, რომ ახალწვეულებს დაეხმაროს თამაშის ათვისებაში, ექაუნთის მოქოქვაში და საკმაოდ რთული სტარტის, რაც შეიძლება მარტივად გადალახვაში. 

თუ გვინდა, რომ ბეიბი ბუმი, რაც შეიძლება პროდუქტიული იყოს, ანუ დავტოვოთ რაც შეიძლება მეტი ახალწვეული თამაშში, აუცილებელია ინფორმაციის მიწოდება მოხდეს, რაც შეიძლება მოკლედ და გასაგებად, ამისთვის კი მხოლოდ სასწავლო სტატიები, როდი კმარა, საჭიროა 1 კარგი სასწავლო ვიდეოს გაკეთება, სადაც ავტორი ისაუბრებს და რაც შეიძლება გასაგებად ახსნის თამაშის ყველა ნიუანსს და მის მექანიზმს. სასურველია ვიდეო იყოს მოკლე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რათა ახალწვეულებს არ დაეზაროთ მისი ყურება, თუმცა ის უნდა იყოს ტევადი ინფორმაციის მხრივ, რათა ახალწვეულმა შეძლოს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიღება.

ჩათვალეთ, რომ ეს ტენდერია, ის ვინც მსგავს ვიდეოს გააკეთებს, დასაჩუქრდება ოქროთი. არ დაიზაროთ, ამით ქვეყანას ძალიან დაეხმარებით!


2.სახელმწიფო ხაზინა და გოლდის დეფიციტი
https://hpreliability.com/wp-content/uploads/2016/01/gold-5.jpg

მოკლედ ეს იდეა ჯერ კიდევ წლების წინ, როცა ერეფაბლიქს(მსგავსი ტიპის თამაში) ვთამაშობდი მაშინ გამიჩნდა, რომელიც რათქმაუნდა არის მოთამაშეების, კერძოდ კი კონგრესმენების ნებაზე დამოკიდებული, არავის არაფერს არ დაგაძალებთ, მაგრამ მგონია, რომ იდეა დაგაინტერესებთ. 

მოკლედ, როგორც იცით საქართველოს ბოლო თვეა აქვს სერიოზული ომები, კერძოდ კი ძალზედ რთული ომი ბულგარეთთან, რაც სახელმწიფოსთვის დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რთულია დიდი რაოდენობით ოქროს დარეზერვება, როცა ბონუსები არ გაქვს, ამის გამო ცოტა მოთამაშე ყიდულობს ვალუტას ოქროს სანაცვლოდ, შესაბამისად სახელმწიფოს ძალზედ მწირე ოქროს რეზერვი აქვს, ამ მომენტისთვის კი უკვე ვალებშია კონკრეტულ მოთამაშეებთან, რაც ნაღდად არაა სასიხარულო ამბავი.

მოკლედ ძაან რომ არ გავწელო გადავალ პირდაპირ იდეაზე. როგორც ვიცით კონგრესის არჩევნები ტარდება ყოველთვე ქვეყანაში, ის ვინც გახდება კონგრესმენი იღებს მედალს და 5 ოქროს, ჩემი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ კონგრესმენებმა ნებაყოფლობით შეატრიალონ ეს ოქრო ბიუჯეტში, მაგალითად ქვეყანაში აირჩიეს 20 კონგრესმენი, თუ ყველა თავისი მედლის ოქროს უკან შეაბრუნებს 20x5 ოქრო შევა ბიუჯეტში, ანუ 100 ოქრო, ალბათ დამეთანხმებით, რომ 5 ოქრო 1 თვეში არც თუ ისე დიდი ზარალია, სანაცვლოდ კი ხაზინა შეძლებს გაისტუმროს ვალები და დაიწყოს ოქროს დარეზერვება. 

მინდა, რომ იდეას ქონდეს ნებაყოფლობითი ხასიათი, რადგან სავალდებულო, ცუდი ტონი იქნებობა, თანაც რეალურად ვერავინ ვერაფერს ვერ დაგაძალებთ, უბრალოდ კარგი იქნება თუ გავაჩენდით კულტურას, სადაც მოთამაშეები ერთობლივად ვეცდებოდით ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანას. 


3.ქართული ენის დამატება

http://geofl.ge/img/first-page/8.jpg

კარგი ამბებია, მალე თამაშში ქართული ენა დაემატება, ერთი ან ორი დღის ამბავია, ასე რომ ძალიან მალე შეგეძლებათ თამაშში იხმაროთ მშობლიური ენა. მადლობა თენგოს,კამკოს და სხვებს, ვინებმაც იშრომეს და გადათარგმნის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.



და ბოლოს რამოდენიმე სიტყვას დავამატებდი და ამით დავასრულებ.

ქვეყნას აქვს პოტენციალი, რომ აიღოს ბონუსები, თუმცა ამისთვის მოგვიწევს დიდი შრომის გაწევა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სტაბილური და ერთიანი გარემოს შენარჩუნება, თუ ქვეყნის შიგნით იქნება სტაბილური გარემო და ჩვენ ქართველები შევინარჩუნებთ ერთობას, გპირდებით ძალიან ბევრი რამის მიღწევას შევძლებთ, ამის უამრავი მაგალითი არსებობს წარსულიდან, ძველ მოთამაშეებს ეს ახსოვთ, ხოლო ახლებს შეგიძლიათ გაიკითხოთ თუ რამდენად შორს შევძელით წასლა ერთობის ხარჯზე. 

ძალა ერთობაშია მეგობრებო!

მადლობა ყურადღებისთვის, პატივისცემით - Aveun

Support

KamKopetros2Hereli007OstatiSalamandra123otarikruashviliWOLFTENSTEINSupergio

Comments (14)

Fake boom Laugh
v2 sub143
გაუმარჯოს საქართველოს!!
hail Georgia !! Georgia is my soul Kiss
hail Georgia 💜💜
o7
გაცოცხლდით!
hail Georgia o7
Hail Georgia
Hail Georgia o7
კარგი იდეაა☺
gg
gj
Hail georgia