Law For Justice

Published in Georgia - Political debates and analysis - 03 May 2019 05:16 - 1

https://www.infopostalioni.com/wp-content/uploads/2018/11/c6f1cc31-b41d-4c1f-98e4-795afe4e3dcd.jpg

წარმოგიდგენთ მმართველი პარტიის კანდიდატ ჰერელთან ინტეტვიუს.  

_ გამარჯობა, როგორ გრძნობ თავს არჩევნებამდე 3 დღით ადრე? 

_ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, რაც თამაში დავიწყე იქიდან მოყოლებული სულ წინ მივდივარ, ახალ-ახალ ეტაპებს ვივლი, ახლაც მაგიტო გადავწყვიტე არჩევნებში მონაწილეობა, ახალ გამოწვევას ველოდები. 

_ რას ფიქრობ შენს ოპპონენტზე?

_ ის ძალიან კარგი ადამიანია, ცუდია რომ ჩემი ოპონენტია და არა ჩემი გუნდის წევრი, პატივს ვცემ მის პარტიას, მაგრამ ჩემს პარტიაში ვისურვებდი მის ყოფნას, უფრო მეტს მივაღწევდით ერთად. 

_ როგორ გგონია, შეძლებ ახლანდელი პრეზიდენტის მიერ დარეგულირებული პოლიტიკური ვითარება შეინარჩუნო? იყო პერიოდი, როცა ჯანსაღი საარჩევნო გარემო არ არსებობდა და ქვეყნის განვითარებას, ღია დაპირისპირება სდევდა თან. 

_ შენარჩუნებისთვის არ მოვდივარ ქვეყნის სათავეში, უნდა გავაუმჯობესოთ ნებისმიერი მდგომარეობა რაც სიკეთეს მოუტანს ქვეყანას. პოლიტიკური მდგომარეობას რაც შეეხება, ამ ეტაპზე ჯანსაღად მოაზროვნე ოპონენტები მყავს, ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე პოლიტიკაზე, ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენა ხედვებს და ვუზიარებთ ერთმანეთის აზრს და რჩევას, ასე რომ დაპირისპირება არ გამოვა არანაირად. 

_ თქვენ მმართველ პარტიას წარმოადგენთ, თუ აპირებთ, პრეზიდენტობის შემთხვევაში პარტიის პოლიტიკური კურსის შეცვლას? 

_ პოლიტიკური კურსი ძირითადად იგივე იქნება, საზოგადოებაზე მორგებული. მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელდება. 

_ საშინაო საქმეები საკმაოდ დალაგებულია, რას იტყვით საგარეო პოლიტიკაზე? 

_ ყველაზე მეტად რაც დალაგებული არის ეს საგარეო ასპარეზია. ამ საქმეში ყველაზე გამოცდილი კაცი გვყავს, ჩემი ჩართულობა საგარეო პოლიტიკაში მხოლო ფორმალობის დონეზე იქნება, თუ რაიმე არ მოხდება და არ გახდება აუცილებლობა. 

_ რას უნდა ელოდნენ მოქალაქეები შენგან? რაიმე ინოვაციის შემოტანას თუ აპირებ? 

_ ჩემგან უნდ ელოდონ დახმარებას ყველა საქმეში, მე მზად ვარ ყველას მოვუსმინო და რჩევები მივცე და დავეხმარო. მინდა რომ ეკონომიკურადაც მოვაძლიეროთ მოთამაშეები, არის გზები რისი მეშვეობითაც შეიძლება ბიზნესის დაწყება და განვითარება. 

_ გასაგებია. რამეს ხომ არ დაამატებდით თქვენს ინტერვიუს? 

_ დიახ, ერთს დავამატებდი, ძალიან მინდა ძლიერი და ბედნიერი საქართველო ვიხილო, თუნდაც თამაშში და ვიმედოვნებ ასეც იქნება. ყველას ვუსურვებ რომ დატკბნენ ამ თამაშით, გაერთონ და ისიამოვნონ. 

_ მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. წარმატებებს გისურვებ.

Support

Hereli007Hereli007Hereli007Kvii left game day671Kvii left game day671NOTEPADTenebrisHITTColchiberianmacolms

Comments (1)

მადლობა ზურა აქტიურობისთვის