Law For Justice

Published in Georgia - Political debates and analysis - 1 year ago - 1

http://server1.intermedia.ge/pictures/medium/30/30282.jpg?/es-saqarTveloa.jpg

წარმოგიდგენთ საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუს. 
სანამ დავიწყებ, მინდა მადლობა გადავუხადო მას და მის გუნდს. მათი ძალისხმევით ქვეყანამ დიდი პროგრესი განიცადა და მოქალაქეების მდგომარეობაც ერთი-ორად გაუმჯობესდა. ახლა კი უშუალოდ ინტერვიუზე გადავიდეთ. 

_ გამარჯობა. ქვეყნის პრეზიდენტის რანგში 2 დღე გაქვთ დარჩენილი. თავს როგორ გრძნობთ? 

_ ჯანმრთელად,მადლობა. 

_ რამდენად გაგიჭირდებათ ამ როლთან გამომშვიდობება? პირველი პირი ხართ ქვეყნის. 

_ კარგი შეკითხვაა,სიმართლე რომ გითხრა პრეზიდენტის პოსტი ჩემთვის არც პირველია და არც უკანასკნელი, ჩემთვის არ წარმოადგენს სირთულეს ვიქნები ქვეყნის პირველი პირი თუ არა,მე მაქვს მიზანი ქვეყნისთვის წავიდე ყველაფერზე,და ყველაფერს ვაკეთებ ამისათვის,რათქმაუნდა ხალხის მხარდაჭერით. 

_ როგორ შეაფასებდით თქვენი პრეზიდონტობის პერიოდს? 

_ ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში, გაიცა მრავალი სახის დაფინანსება, ქვეყანა გახდა ახალი ალიანსის წევრი, ბულგარეთი ქვეყანა რომელთანაც გაუჩერებელი ომი გვქონდა დღეს ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა, ბრაზილია გავაგდეთ აზიიდან, საუდის არაბეთს მოვუგეთ ბრძოლა ( რომელშიც 20 მილიარდი დმგ დაიდო ), ყველა მოქალაქეს ქარხნის აწევაზე დაუბრუნდა რეფუნდი,მაგრამ ეს ყველაფერი არ არის მარტო ჩემი დამსახურება,ეს არის  თქვენი ჩემო ძვირფასო მოქალაქეებო,თქვენს გარეშე მე არაფერი ვარ. მე ხალხი მენდობა,მე კიდევ ყველაფერს ვაკეთებდი ამ ერთი თვის განმავლობაში რომ მანდი ნდობა არ გამეცრუებია,და ვიმედოვნებ გამომივიდა. 

_ თქვენ მართლაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლეგიტიმაციის მქონე პრეზიდენტი ხართ. ახლა, მართვაში შედარებით ახალბედა პირები ჩაერთვებიან. როგორ დაახასიათებდით თითოეულ მათგანს? 

_ მგონი ასეთი მშვიდი არჩევნები ე-საქართველოს არ მოსწრებია, ჰერელი და კვიი,ორი ძმა,ორი ჯიგარი პიროვნება, საერთოდ არ ვნერვიულობ იმ თემაზე თუ ვინ დაიკავებს ჩემს პოსტს,რადგანაც, ორივე პიროვნებას ვენდობი გულით და სულით,ვაფასებ და მათ გვერდით ვიქნები ბოლომდე. ორივე მათგანს წარმატებას ვუსურვებ. 

_ ასეთი ვითარება, როგორც წესი, დიდი პროგრესის საწინდარია. და ბოლოს რას ეტყვით ე-საქართველოს მოქალაქეებს? 

_ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ჩვენ დავუმტკიცეთ მთელ მსოფლიოს ჩვენი სიძლიერე, მოწინააღმდეგე ქვეყნები ვითომ ცინიზმით გვეღადავებოდნენ 2 მილიარდს ვერ გადაცდებითო იმ დიდგორის ბრძოლაში ( ფუძანას ბრძოლას ვგულისხმობ :დ ) მარა 10 მილიარდი ვატაკეთ ხახაში. მართალია არ გვყავს ბევრი აქტიური მოთამაშე მაგრამ,მაქვს ინფორმაცია რომ ახლო მომავალში იგეგმება ბეიბი ბუმები,და თხოვნა მაქვს რომ გავაქტიურდეთ დისკორდზე,დავეხმაროთ ერთად ახლებს და დამიჯერეთ ჩვენზე მხეცი ქვეყანა არ იარსებებს. 

_ რამეს ხომ არ დაამატებდით თქვენს ინტერვიუს? 

_ მადლობა თქვენ ასეთი კარგი ინტერვიუსთვის. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს ! სიყვარულით თქვენი კამკო. 

_ დიდი მადლობა.

Support

KamKoKvii left game day671MEGRELColchiberian

Comments (1)

o7 kamko