ARMY MEDICINE

Published in Georgia - Social interactions and entertainment - 1 year ago - 0

  მედიცინა მეცნიერებისა და პრაქტიკული საქმიანობის დარგია, რომელიც მიმართულია ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის, დაავადებების თავიდან აცილებისა და მკურნალობის, სიცოცხლის გახანგრძლივებისაკენ. საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა გამოცდილებით დაგროვდა სამკურნალო საშუალებები და მეთოდები, რომლებიც შემონახულ იქნა, მათ შორის ხალხურ მედიცინაში და რომლებიც მოგვიანებით მეცნიერული მედიცინის ნაწილი გახდა.
   მედიცინის განვითარებასა და პრაქტიკულ მხარეს საფუძველი ომების პერიოდში ჩაეყარა, უტყუარია. თანამედროვე ადამიანებისთვის ეს ეთიკური საკითხი წარმოუდგენელია, ვინაიდან საუკუნეების წინ კიდურების გარეშე სისხლში მცურავი ადამიანის დახმარება ყოვლად შეუძლებლად გამოიყურება. საბედნიეროდ, გასული საუკუნის მოვლენებმა შეინარჩუნა საკმარისი მტკიცებულებები, რომ ომის გარეშე თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები და მეცნიერული მიღწევები, როგორიც დღეს გვაქვს, კურსს ვერ აიღებდა.თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამხედრო მედიცინა უძველესი დროიდან არსებობს, რომელიც თვითნებურად ჩამოყალიბდა. ომის დროს მიღებული დაზიანებები რადიკალურად განსხვავდებოდა იმ შემთხვევებისაგან, რომლებზე დაკვირვებაც ოჯახის გარემოში ექიმების მიერ ხდებოდა. ბრძოლის ველის მედიცინას აქვს საკუთარი მახასიათებლები, პირველ რიგში მნიშვნელოვანია სამედიცინო მომსახურების ორგანიზება: აუცილებელი მედიკამენტებისა და ხელსაწყოების მიწოდება; დაჭრილის ჰოსპიტალიზაციის პირობები; სანიტარული ნორმები; ეპიდემიოლოგიური კეთილდღეობა და მხოლოდ ამ სათანადო პირობების დაცვის შემდეგ ჰქონდა უფლება კვალიფიციურ ექიმს გაეწია დახმარება დაზარალებულისთვის.
 პირველად, სამხედრო სწავლების სამკურნალო სკოლა რუსეთში 1657 წელს დაარსდა. ომის დაწყებამდე კი იხსნებოდა დროებითი სამხედრო საავადმყოფოები. 1716 წელს შეიქმნა ნაშრომი, რომელიც შეიცავდა ექიმების მიერ გაზიარებულ დეტალურ აღწერას, თუ როგორ ხდებოდა დაჭრილი ჯარისკაცების შველა მაშინ, როცა ანესთეზიის გამოგონების საკითხიც კი არ იყო წამოჭრილი. ამიტომ, სამედიცინო დახმარების ალგორითმი ტექნიკური შესაძლებლობებისა და ცოდნის მოცულობის სიმცირის გამო სრულყოფილებისგან შორს იყო.XIX საუკუნის დასაწყისში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული იყო ფრანგული სამხედრო მედიცინა.ფრანგებმა (ნაპოლეონის ომის დროს) არამარტო გეოპოლიტიკური ძლიერი ცვლილებები შეიტანეს მთელს ევროპაში, არამედ დიდი წვლილი მიუძღვით სამხედრო–საველე პირობებში ინოვაციურ მეთოდებში, ორგანიზაციულ ქირურგიასა და ანესთეზია, ასეპტიკის დანერგვის პროცესში.წარსულში არსებული გაუთავებელი ომების გამო კიდურების დაკარგვის მრავლობითი შემთხვევა იყო. ამპუტაციისთვის კი საჭირო იყო ქირურგების არსებობა, თუმცა ისინი, ვისაც მაშინ ქირურგებს ეძახდნენ, სულაც არ გავდნენ ჩვენს დღევანდელ ქირურგებს. ფესვები ქირურგის პროფესიამ სახლებსა და საპარიკმახეროებში აიღო და მრავალი წლის მანძილზე ექიმებზე დაბალი სტატუსის მატარებლები იყვნენ. არაფერია გასაკვირი, რომ ქირურგიულ ჩარევას პარიკმახერები ახდენდნენ, რომელთაც შეეძლოთ სკალპელების გამოყენება. ნაპოლეონის ომების დროს ფასდაუდებელი იყო პრაქტიკული პარიკმახერი-ქირურგის გამოცდილება და ჟან დომინიკ ლარი 1797-1815 წლებში ნაპოლეონის ჯარში მთავარ ქირურგად მუშაობდა.
    ომის დროინდელი ქირურგიის ყველაზე ავტორიტეტული სახელმძღვანელო XIX საუკუნის დასაწყისში გამოსცა ნაპოლეონის არმიის მედიცინის ოსტატმა პიერ ფრანსუა პერსიმ 1792 წელს. პიერ ფრანსუა პერსიმ (1754 - 1825 წწ.) შემოიღო სისხლდენის შემაჩერებელი ჟგუტები, ინდივიდუალური და ერთჯერადი სახვევები და მავთული ნაკერების დასადებად. 1810 წლიდან კი შეწყვიტა საქმიანობა თვალების დაავადების გამო. მან ათასობით დაჭრილი და დაავადებული რუსი ჯარისკაცი განკურნა პარიზში, რის გამო წმინდა ანამ ორდენით დააჯილდოვა. ასევე მისი თაოსნობით შეიქმნა ე.წ მფრინავი ამბულატორიები, რომელიც აღჭურვილი იყო სამედიცინო ინვენტარით და ასევე შეიძლებოდა დაჭრილის სტაციონარში გადაყვანა.
  


                                          მოკლედ:    ,,  medicina medicus corpiri philosophie animo! 








  

Support

Kvii left game day671NikaGoisashviliMR insaneMR insane

Comments (0)