Law For Justice

Published in Georgia - Political debates and analysis - 1 year ago - 8

https://www.infopostalioni.com/wp-content/uploads/2018/11/c6f1cc31-b41d-4c1f-98e4-795afe4e3dcd.jpg

მოგესალმებით. 
წინა სტატიაში ვისაუბრე ჩემეულ სახელმწიფოს მართვის პოლიტიკურ მოდელზე და მოკლედ ავხსენი თითოეული მათგანი. ახლა დაწვრილებით განვიხილავ საკონსულტაციო საბჭოს საკითხს. 

რა არის ეს საბჭო? 
ეს იქნება იქნება საბჭო, სადაც შევა სამივე პრეზიდენტობის კანდიდატი, მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით, გოვერნიორი და ორი დამწყები მოთამაშე. თუ რა თქმა უნდა ამის სურვილი ექნებათ. 

რა იქნება საბჭოს საქმიანობის სფერო? 
საბჭოს საქმიანობა ძირითადად იქნება საკონსულტაციო ხასიათის, თუმცა ხმათა 2/3 უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებები შესასრულებლად სავალდებულო. საბჭოს საქმიანობა მოიცავს საბრძოლო, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და სხვა საკითხების განხილვას, გადაწყვეტილების მიღებას. 

თითოეულ საკითხზე, გადამწყვეტი ხმის უფლება ექნებათ პრეზიდენტს და იმ მინისტრს, რომლის კომპეტენციაშიც შევა კონკრეტული საკითხი. აქვე გავუსვამ ხაზს იმასაც, რომ ახალი მოთამაშეების განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მე როგორც პრეზიდენტი გადამწყვეტი ხმის უფლებას ასევე მივანიჭებ იმ ორ ახალ მოთამაშეს, რომელიც შევა საბჭოს შემადგენლობაში. როგორც უკვე ვთქვი, ახალი მოთამაშეები ახლა ჩვენი პრიორიტეტია.

ასევე საბჭოს დაემატებიან ძველი, ძალიან გამოცდილი მოთამაშეებიც, მიუხედავად მათი პოლიტიკური სტატუსისა. ასეთი წევრების მიღებაზე გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება საკონსულტაციო საბჭო.  

ამასთანავე, საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც წევრთა შორის აირჩევა ხმათა უმრავლესობით, ვალდებული იქნება ყოველკვირეულად გააცნოს მოქალაქეებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები.

ჩემი ძირითადი მესიჯი აქაც ხელისუფლების დეცენტრალიზაცია და მაქსიმალური გამჭვირვალობაა, რასაც ისევ ჩემი ძალაუფლების შემცირების ხარჯზე ვცდილობ. 

#ჩვენვმუშაობთთქვენთვის 
#ერთადვუპრეზიდენტოთსაქართველოს

Support

nika goguadzenika goguadzenika goguadze

Comments (8)

If I join , will I be included?
araaa
წარმატებები o7
No now. It is equiped yet. Come in Gerogia and next Time, I will think your candidate
მომწონს იდეები კაია გიფიქრია და დაგიმუშავებია, მაგრამ წაკითხულიდან გამომდინარე 10-13 კაცი უნდა შევიდეს საბჭოში 🤔 (ნეტა მაგდენი ოჰებზე ვყოფილიყავით) თან ისე უნდა შევიდეს რომ გადაწყვეტილების მიღებისას ონლაინ იყოს ყველა (ნეტა მასეთი ონლაიე ოჰებზე გვქონოდა) პლიუს ამას ახლებს ვაფასებ მათ ჩართულობასაც მარა გადამწყვეტი ხმის მიცემა ნაჩქარევი მგონია(სწორად გამიგებს ახლები) და ბოლოს კითხვა რა ხდება მაშინ როცა გადაწყვეტილება უცებაა მისაღები?
საბჭო უბრალოდ არ იფუნქციონირებს ამიტო არარის საჭირო საბჭო როც კომგრესია ჯერ კიდევს
კვიი ჩვენ იმაზე კარგად ვერ გავიგებთ ახალგაზრდების პრობლემებს ვიდრე ისინი. ხალხმა უნდა მართოს ქვეყანა და უშუალო მმართველობისთვის კონგრესი არასაკმარისია. ვერ იქნება ყოველთვის მთელი საბჭო? გადაწყვეტილებას მიიღებს ის ხალხი ვინც იქ იქნებიან
კონგრესსში შედის ყველა მგონი ჯობს კონგრესი აკეთებდეს მაგას პარრტის პრეზიდენტსაც ფუნქცია მიეცემა